„სწავლა საკლასო ოთახებში აუცილებლად უნდა განახლდეს“ - ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლხან ალიევი
23-09-2021
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორს დოლხან ალიევს დაუკავშირდა.

დირექტორის თქმით, სკოლა მზად არის სასწავლო წელი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

„სწავლა სკოლებში აუცილებლად უნდა განახლდეს; ბეითარაბჩის საჯარო სკოლა სრულიად მზად ვართ, რათა სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს და მოსწავლეები სკოლის კედლებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნავს დირექტორი დოლხან ალიევი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203