„მზად ვართ და ველით სკოლაში დაბრუნებას“ - კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი
23-09-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორის, მეხმან მუსაევის თქმით პედაგოგები და მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას ელიან.

„სწავლა ახლაც რომ სკოლაში დაწყებულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, ამიტომ რა თქმა უნდა, მზად ვართ და ველით სკოლაში დაბრუნებას“, - აღნიშნავს დირექტორი.

2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება იგეგმება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203