„ჩვენი პედაგოგების 80% აცრილია, მზად ვართ მოსწავლეების მისაღებად“ - ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი
23-09-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა 80% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და 4 ოქტომბერს მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხო გარემო დახვდებათ.

„ჩვენი პედაგოგების 80 % აცრილია. მზად ვართ მოსწავლეების მისაღებად და დიდი სურვილი გვაქვს, რომ 4 ოქტომბერს მაინც დავბრუნდეთ სკოლებში“, - აღნიშნავს დირექტორი.

2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება იგეგმება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203