„თითო კლასში ისედაც ხუთი ან ექვსი მოსწავლე გვყავს, ამიტომ სკოლაში სწავლის განახლება პრობლემას არ წარმოადგენს“- გარდაბნის N6 სკოლის დირექტორი
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია. უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორს გულჩოხრა გუსეინოვას დაუკავშირდა.გულჩოხრა გუსეინოვა აღნიშნავს, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა და დისტანციის დაცვა თავისუფლად შეუძლიათ.
„თითო კლასში ისედაც ხუთი ან ექვსი მოსწავლე გვყავს, მაქსიმუმ 7 ბავშვი იყოს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სკოლაში სწავლის განახლება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამბობს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი.