„სკოლაში დასაბრუნებლად მზად ვართ“ - მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია. უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორს გიას ბადალოვს დაუკავშირდა.გიას ბადალოვი აღნიშნავს, რომ მზად არიან სკოლაში დასაბრუნებლად და 4 ოქტომბერს სწავლა უნდა აღდგეს:
„სკოლებში სწავლა 4 ოქტომბრიდან უნდა აღდგეს. ყველას ძალიან გვინდა და სკოლაში დასაბრუნებლად მზად ვართ“, - ამბობს მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი.