გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ
23-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დავით ჩხეიძემ (XI კლასი),ლუკა კინწურაშვილმა  (IX კლასი), დავით კირთაძემ (IX კლასი) ლიკა კირთაძემ (IX კლასი), თემურ ჩიხლაძემ (IX კლასი) და ცისანა ჯიშკარიანმა (XI კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203