დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს მოუთმენლად ელიან
23-09-2021
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი 15 სექტემბემბერს უკვე დაიწყო. სკოლა მომავალ პირველკლასელს მოუთმენლად ელის და მოსწავლის მიმართ მისალოც წერილს ავრცელებს.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დინა კოჩაროვას სწავლის დაწყებას ულოცავენ.
„ბედიანის სკოლა პირველკლასელ დინა კოჩაროვას სწავლის მალე დაწყებას ულოცავს! დარჩა სულ რაღაც 10 დღე“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია