„ჩვენი დიდი სურვილია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს“-  ვანახარ კახრამანოვა, ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორი
23-09-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორი ვანახარ კახრამანოვა 4 ოქტომრებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, სასურველია, რომ ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში გაგრძელდეს.

„ჩვენი ყველას დიდი სურვილია, რომ სწავლა განახლდეს საკლასო ოთახებში. მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მშობლებიც სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ დავბრუნდეთ სკოლის კედლებში“,- ამბობს ვანახარ კახრამანოვა, ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სწავლა სკოლებში ონლაინ დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცით, კი 4 ოქტომბერს სწავლა დასწრებითად იმ სკოლებში გაგრძელდება, რომელთა რეგიონშიც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203