დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
23-09-2021
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გრიგოლი ლიპარტელიანი, თეკლა ონიანი, ეკატერინე ქურასბედიანი, ბესიკი ქურასბედიანი, ნიკოლოზ აფაქიძე და გიორგი გვიჭიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203