წალკის N1 საჯარო სკოლის ეზოში ველოსადგომი მოეწყო
23-09-2021
წალკის N1 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის - „გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლაში“ ფარგლებში, სკოლის ეზოში ველოსადგომი დამონტაჟდა.

აქციაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო.

„22 სექტემბერს „დღე ავტომობილების გარეშე“ აღინიშნება. ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით, პროექტის - „გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლაში“, სკოლის ეზოში ველოსადგომი დამონტაჟდა. ქალაქის ცენტრში მოეწყო მსვლელობა ველოსიპედებით, სკეიდებითა და „როლიკებით“. აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ჩვენი მიზანი იყო ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გადაადგილების საშუალებად აქტიურად იყენებენ ველოსიპედს, ახლა პარკირების პრობლემაც მოვაგვარეთ და ვფიქრობთ, სასკოლო თემის მეტი წარმომადგენელი მოისურვებს ველოსიპედით სარგებლობას, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვისაც მაგალითი იქნება. აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა. მადლობა ყველა მონაწილეს“, - აღნიშნულია წალკის N1 საჯარო სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203