„გისურვებთ უპირველესად ჯანმრთელობას და წარმატებას“- ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
23-09-2021
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს. 

სკოლა ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„გილოცავთ ახალ 2021 - 2022 სასწავლო წელს!
მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი მე-2 მე-12კლასებში ჯერჯერობით დისტანციურად წარიმართება, პირველკლასელები კი 4 ოქტომბერს სწავლას საკლასო ოთახებში შეუდგებიან.
თქვენთან ერთად ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის სახელით ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ვულოცავ და გისურვებთ უპირველესად ჯანმრთელობას და წარმატებებს“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203