ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ჭელიძე „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
23-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნანა ჭელიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირება ბრწყინვალედ გაიარა და „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203