პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გელა ნუცუბიძე და დავით თევზაძე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
23-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გელა ნუცუბიძე და დავით თევზაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირებაში ხალისითა და ინტრესით ჩაერთნენ. გელა ნუცუბიძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა და „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203