ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
23-09-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ხოზრევანიძე, თეკლა ტივაძე, მარიამ გურეშიძე და ანა გურეშიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია