გუბის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე სილაგაძე „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
23-09-2021

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთვნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირებაში - ლიკა ჩარკვიანი, ელენე სილაგაძე, საბა ახვლედიანი, ომიკო ჭიღვარია, ნანო გეგუჩაძე და ლიზი ჯანაშია წარმატებით მონაწილეობდნენ. მათგან ელენე სილაგაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა და „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203