„მიზნების ასრულებას და ახალ მიღწევებს გისურვებთ“ - ბარათაულის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
23-09-2021
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.
მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი ფაკულტეტების სტუდენტები გახდნენ, რაც მშობლიური სკოლისთვის ძალიან საამაყო ფაქტია.
„ბარათაულის საჯარო სკოლის ხუთი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა - ეკოლოგია, ისტორია, ბიზნესის ადმინისტირება, გეოგრაფია, იურისპრუდენცია - ასეთია მათი არჩევანი; ნინო, თიკა, დიანა, ანა, გიგა - სკოლის დირექცია და მასწავლებლები გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. გისურვებთ მიზნების ასრულებას და ახალ მიღწევებს. ისწავლეთ, დაეუფლეთ მეცნიერების საფუძვლებს, იღვაწეთ, გამოადექით ოჯახს, ქვეყანას, საზოგადოებას. გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს