ქვემო არქევნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტში ხარისხის ნიშანი მოიპოვეს
22-09-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტში - Dream & Design ხარისხის ნიშანი მოიპოვეს.
მათი ხელმძღვანელი სკოლის პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი იყო.
სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშც უამრავ წარმატებას უსურვებს.
„სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა კვლავ მიიღეს eTwinning-ის ეროვნული ხარისხის ნიშანი საერთაშორისო პროექტში Dream & Design მონაწილეობისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია