ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო და ფოტოკონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
23-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო და ფოტოკონკურსში - „მე ასე ვიცავ ჯანმრთელი ცხოვრების წესს“ წარმატებას მიაღწიეს.
მოსწავლეები - გიორგი ზოიძე და მარიამ ფუტკარაძე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიდეო და ფოტოკონკურსი სახელწოდებით: „მე ასე ვიცავ ჯანმრთელი ცხოვრების წესს“ დასრულდა. აქტივობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ამსახველი ვიდეორგოლები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდა ორ-ორი გამარჯვებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია