ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ:
- ელისაბედი ივანიძე;
- ნიკა ივანიძე;
- ნათია ზედგინიძე;
- გიორგი ზედგინიძე.
21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: