ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
22-09-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაკა ასლანიძე, მარისა ბერიძე, ზურაბ ხოზრევანიძე და ნინი ხოზრევანიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დედოფლისწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203