ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ონლაინ სიგელები გადაეცათ
22-09-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - მარიამ მურადაშვილს, გიორგი ქუქჩიშვილს, მარიამ გოგოლაძეს, მირანდა მექოშვილს, ნინი ხუციშვილს, ვენერა პოსოშვილსა და ეკატერინე გიორგაძეს კონკურსში მონაწილეობისთვის ონლაინ სიგელები გადაეცათ.

21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203