ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-09-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - დიანა ჯვარიძე, ანი ჯვარიძე, ნინო ინასარიძე, თათია ინასარიძე, დურმიშხან ივანიძე, ალექსანდრე ინასარიძე და ნუგზარ ზედგინიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია