საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ელენე ჟღენტმა ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა
22-09-2021

ბოლნისის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლემ მშობლიური სკოლის სასახელოდ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჟღენტი ბლოგების კონკურსის გამარჯვებული გახდა. ელენემ ბლოგი თემაზე - „სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო“ მოამზადა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულს საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერი კონკურსის ორგანიზატორის არასამთავრობო ორგანიზაცია „კენწეროსგან“ გადაეცემა. გამარჯვებულის თემა ასევე ინტერნეტ სივრცეშიც გამოქვეყნდება.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო და ამ წარმატებით იგი ძალიან ბედნიერია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203