ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-09-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა ჯამასპიშვილი, რობიკო ოზბეთელაშვილი, ნინო ლობჯანიძე, ნინო ყოჩიაშვილი, გიორგი მოსულიშვილი, ირაკლი მაძღარაშვილი, ლუკა მაძღარაშვილი, ნიკოლოზ იაკობიშვილი, ფრიდონ იაკობიშვილი და ნინო მარტყოფლიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დედოფლისწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203