თელავის N5 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
22-09-2021
თელავის N5 საჯარო სკოლის სამ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

რატი რუსიშვილმა, გრიგორი ყვარელაშვილმა და პაატა მესაბლიშვილმა სკოლა 2019 წელს წარმატებით დაამთავრეს.

„თელავის N5 საჯარო საჯარო სკოლის 2019 წლის სამ კურსდამთავრებულს, რატი რუსიშვილს, გრიგორი ყვარელაშვილსა და პაატა მესაბლიშვილს ოქროს მედლები და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის დირექცია 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავს განსაკუთრებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს მათ დიდ ცხოვრებისეულ ასპარეზზე“, - ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203