„გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია!“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-09-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით საკუთარი ეზოები და სოფელში არსებული თავშეყრის ადგილები დაასუფთავეს.

„20 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე შეუერთდნენ ამ ღონისძიებას დევიზით - „გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია!“ ეს დღე ცოტა განსხვავებული ფორმით აღვნიშნეთ. მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა დაასუფთავეს საკუთარი ეზოები და სოფელში არსებული თავშეყრის ადგილები. იმედია, მოსწავლეების ინიციატივა სხვისთვისაც მისაბაძი გახდება - გავუფრთხილდეთ გარემოს“, - აღნიშნულია ნაბახტევის საჯარო სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203