ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის შესახებ პროექტში მონაწილეობისთვის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდნენ
22-09-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის შესახებ პროექტში მონაწილეობისათვის ხარისხის ნიშნით დაჯილდვდნენ. 

მათი ხელმძღვანელი "ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებლი და ღების საჯარო სკოლის წამყვანი ინგლისური ენის მასწავლებლი თამარ სამსონიძე იყო.

„2020-21 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებლისა და  ღების საჯარო სკოლის წამყვანი ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ სამსონიძის ხელმძღვანელობით eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტში „ტოლერანტობა“ მონაწილეობისათვის ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ „ითვინინგის“ მოსწავლის ხარისხის ნიშნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203