„დარწმუნებულნი ვართ, წელსაც გვეყოლება ბევრი წარმატებული მოსწავლე და მასწავლებელი“-თბილისის N129 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
22-09-2021

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. თბილისის N129 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორმა, გიორგი ლიჩელმა სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლება მიულოცა. 

„თბილისის N129 საჯარო სკოლა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

დარწმუნებული ვართ, რომ წელსაც გვეყოლება ბევრი წარმატებული მოსწავლე და მასწავლებელი, რაც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლის საფუძველი გახლავთ. მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეების მონდომებითა და ერთმანეთთან თანამშრომლობით შევქმნით საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელიწადს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203