„პირველი გამარჯვებული საერთაშორისო პროექტი ჩემი სკოლისთვის“- ხიდრის საჯარო სკოლის პროექტმა ხარისხის ნიშანი მოიპოვა
22-09-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ბერაძემ საერთაშორისო პროექტში ხარისხის ნიშანი მოიპოვა.

იგი მადლობას უხდის პროექტის დამფუძნებლებს, მონაწილეებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. 

„და აი ისიც, e-Twinning-ის ხარისხის ნიშანი:
პირველი გამარჯვებული საერთაშორისო პროექტი ჩემი სკოლისათვის;
პირველი ხარისხის ნიშანი ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის;
მგონი, პირველი eTwinning-ის ხარისხის ნიშანია ხარაგაულის რაიონშიც.
ამდენად, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ხატია მატკავას, პროექტის ფაუნდერებს, პროექტის მონაწილეებს, ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს და მათ მშობლებს შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, თანაც, ძალიან კარგი შედეგი“,- წერს პედაგოგი მზია ბერაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203