ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის გიორგი აპლაკოვის წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში
22-09-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი აპლაკოვმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა. 

მოსწავლეს ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურში გამარჯვებისთვის დიპლომი გადაეცა. 

გიორგი აპლაკოვის დამრიგებელი დალი ბესტაევა გახლავთ, მათემატიკის მასწავლებელი კი ქეთევან ასათიანი. 

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.

„გიორგი აპლაკოვმა გასულ წელს „ევერესტის“ გაზაფხული-ზაფხულის „ოქროს ტურში“ გამარჯვებისათვის დიპლომი დაიმსახურა. ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203