ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მსოფლიოს 100 სკოლას შორის შეირჩა
22-09-2021

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მსოფლიოს 100 სკოლას შორის შეირჩა და საერთაშორისო კონფერენციაში - WorldEduWeek მიიღებს მონაწილეობას. 

სკოლა კონფერენციაზე დასასწრებად მსურველებს სოციალური ქსელის საშუალებით ეპატიჟება.

„ჩვენი სკოლა შერჩეულია მსოფლიო 100 სკოლას შორის და ვმონაწილეობთ კონფერენციაში სახელწოდებით - WorldEduWeek.

კონფერენციის თემაა: პრობლემის გადაჭრის შემოქმედებითი მიდგომები Covid-19-ის ეპოქაში.

მომხსენებლები: ნინა ჩიკვაშვილი, ნატალი ამირანაშვილი

შემოგვიერთდით, დასწრება თავისუფალია!

დრო: 8 ოქტომბერი, 18:00 სთ.

რეგისტრაცია: https://bit.ly/3AjcdFU“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203