„მისი ყოველი გაკვეთილი მამოტივირებელია“- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ წარმატებულ პედაგოგ თამუნა სურმანიძეს გვაცნობს
22-09-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი დაწყებითი კლასების წარმატებულ პედაგოგ თამუნა სურმანიძეს გვაცნობს.
თამუნა სურმანიძე უკვე სამი წელია, რაც „პროგრესში“ ასწავლის. იგი დაწყებითი განათლების ბაკალავრი და განათლების ადმინისტრირების მაგისტრია.
„გაიცანით ჩვენი სკოლის კიდევ ერთი საამაყო პედაგოგი - თამუნა სურმანიძე! ის მესამე წელია, რაც პროგრესის გუნდს შემოუერთდა როგორც დაწყებითების მასწავლებელი; ამ დროში უკვე მოიპოვა დიდი პატივისცემა კოლეგებისგან და სიყვარული მოსწავლეებისგან! თამუნა გახლავთ დაწყებითი განათლების ბაკალავრი და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. დამთავრებული აქვს ზ.ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა 11 წლედი. მისი ყოველი გაკვეთილი მამოტივირებელია და წინსვლას ასწავლის ბავშვებს. ბედნიერება ვუსურვოთ თამუნას, თავის ახალშობილთან და ოჯახთან ერთად!“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს