„წარმატებები წარმატებულებს“- აფხაზეთის N14 სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
21-09-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სტუდენტები გახდნენ.

ახლა უკვე სტუდენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, რაც მშობლიური სკოლისთვის საამაყო და სასიხარულო ფაქტია.

დირექცია სკოლის კურსდამთავრებულებს საზოგადოებას სიამაყით აცნობს:

  • ნიკა შონია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი- მედიცინა (ოქროს მედალოსანი);
  • მარკოზ ჯღამაია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ვერცხლის მედალოსანი);
  • ლუკა ციკუტანია -  ცხუმ-ეგრისის საზოგადოებრივი  კოლეჯი, ფაკულტეტი- საფინანსო სერვისები (ვერცხლის მედალოსანი)
  • ზაალი გამისონია - შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - საჯარო მმართველობა;
  • თედო ოყუჯავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი,ტურიზმი).
სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს ამ დიდ წარმატებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ჩვენო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატების გზებით გევლოთ, გვჯერა, რომ ეს ასე იქნება. ძალიან გაგვახარეთ და იცოდეთ, რომ ჩვენი სკოლა თქვენით ამაყობს. გილოცავთ, კიდევ ერთხელ. გზას დაგილოცავთ ბუმბერაზი მწვერვალების დასაპყრობად. წარმატებები წარმატებულებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203