ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა და უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის
21-09-2021

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა თავის წარმატებულ კურსდამთავრებულს გვაცნობს. ქეთი გიგინეიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

იგი 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა და კავკასიის უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ ისწავლის. ქეთი გიგინეიშვილი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST), არქიტექტურის პროგრამაზე ისწავლის. 

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

„გვეამაყება ჩვენი კურსდამთავრებულები“,- წერს სკოლა.
                                                            
თავად ქეთი გიგინეიშვილი წერს, რომ აბიტურიენტობის პერიოდი სავსეა რთული, დატვირთული დღეებით, თუმცა ეს წელი მის ცხოვრებაში დაუვიწყარია. იგი მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ იბრძოლონ და არასოდეს დანებდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203