ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი დასუფთავების მსოფლიო დღის კამპანიაში ჩაერთო
21-09-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი დასუფთავების მსოფლიო დღის კამპანიაში ჩაერთო.

სკოლის მოსწავლეებმა სოფლის შიდა და ცენტრალური გზა, მოსაცდელი, მდინარე ნოღელას მიმდებარე ტერიტორია და სკოლის ბაღი დაასუფთავეს. 

კამპანიაში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:

  • მარიამ კვანტალიანი;
  • ალექსანდრე ბენიძე;
  • ლუკა ჩაკვეტაძე;
  • დათო ბერია;
  • ნინი ბერია;
  • საბა ფაცია;
  • ბექა ბჟალავა;
  • ზურიკო გრიგალავა;
  • მარი კვანტალიანი;
  • ბარბარე თოფურია.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ღონისძიება რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის სოფ.ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბიც შეუერთდა დასუფთავების მსოფლიო დღეს!
დავასუფთავეთ სოფლის შიდა და ცენტრალური გზა, მოსაცდელი, მდინარე ნოღელას მიმდებარე ტერიტორია და ბოლოს სკოლის ბაღიც მოვაწესრიგეთ. გავითვალისწინეთ კოვიდ რეგულაციები და უსაფრთხოების წესები.
მადლობა WorldClenupDay2021 საჭირო ნივთების მოწოდებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203