ხაშურის N2 სკოლის მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან გოგალაძე გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებისთვის დაჯილდოვდნენ
21-09-2021
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა სასკოლო პროექტი „დედამიწის მცველები“ განახორციელეს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ხაშურის N2 საჯარო სკოლა ავრცელებს.

პროექტში სკოლის მე-7 კლასს მოსწავლეები ჩაერთნენ, იგი ინგლისური ენის მასწავლებლის ქეთევან გოგალაძის ძალისხმევით განხორციელდა. მათ ხარისხის ნიშანი და სერტიფიკაცები დაიმსახურეს.

„ხაშურის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში,ინგლისური ენის მასწავლებლის ქეთევან გოგალაძის მიერ etwinning პლატფორმაზე განხორციელდა სასკოლო პროექტი „დედამიწის მცველები.“ აღნიშნულმა პროექტმა დაიმსახურა ხარისხის ნიშანი, მასწავლებელი და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით. წარმატებებს გისურვებთ ჩვენო ძვირფასებო!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203