„გვიყვარდეს ერთმანეთი და მკურნალი სიტყვითა და საქმით გამოვადგეთ საქართველოს“-შრომის საჯარო სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა
21-09-2021

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა საწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლება დისტანციურად მიულოცა. 

„სოფელ შრომის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და პედაგოგს მივულოცავ ახალ 2021/ 2022 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევესა და შემართებას, რომ ვიბრძოლოთ ეპიდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასამარცხებლად... გვიყვარდეს ერთმანეთი და მკურნალი სიტყვითა და საქმით გამოვადგეთ ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს!.. “,- აღნიშნულია რუსუდან ცეცხლაძის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203