ბათუმის N2 სკოლის მოსწავლეები წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს გაეცნენ
21-09-2021
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის წყალმა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეები წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203