„გილოცავთ, წალკის პირველებო“- წალკის N1 საჯარო სკოლა 24 წლის იუბილეს აღნიშნავს
20-09-2021
წალკის N1 საჯარო სკოლა 24 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე წერს, რომ სკოლა პატარა ასაკის მიუხედავად, უამრავ წარმატებას ითვლის.

სკოლის დირექტორი ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, თანამშრომელს, მშობელსა და გულშემატკივარს ულოცავს ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს უსურვებს.

„წალკის პირველი ქართული სკოლის - ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის დაბადების დღეა! 24 წლის წინ წალკის იმჟამინდელი გამგებლის - გიორგი კვალიაშვილისა და მისი მეუღლის - ნინო ბერიანიძის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის დიდი თანადგომით, წალკაში ოჯახებით ჩამოსახლებული (ძირითადად, კასპიდან) პედაგოგებისა და სკოლის პირველი დირექტორის - თამაზ შეშაბერიძის ძალისხმევით გაიხსნა ქართული სკოლა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მუნიციპალიტეტის განვითარებაში. პატარა ასაკის მიუხედავად, უამრავ წარმატებას ითვლის ჩვენი სკოლა, ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის ბევრია ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი. ამის შესახებ უფრო მეტს სხვა დროს დავწერ.
მინდა მივულოცო და დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, თანამშრომელს, მშობელსა და გულშემატკივარს! გილოცავთ, წალკის პირველებო“,- წერს სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203