ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული თელავის N8 საჯარო სკოლას მადლობას უხდის
20-09-2021
თელავის N8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანა წიგნაძემ სკოლაში წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედალი მოიპოვა.
კურსდამთავრებული გაწეული შრომისათვის მადლობას უხდის თელავის N8 საჯარო სკოლის დირექციას.
„უღრმესი მადლობა თელავის N8 სკოლის დირექციასა და შალაურის პედაგოგებს“,- წერს ოქროსმედალოსანი ანა წიგნაძე.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია