ეშტიის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო წლის დისტანციურად დაწყების მიუხედავად ტრადიციას არ უღალატა - სკოლაში ღონისძიება ონლაინ ჩატარდა
20-09-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ტრადიცია არ დაირღვა და მიუხედავად სასწავლო პროცესის დისტანციურად განახლებისა, სწავლა მაინც საქართველოს ეროვნული ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები ონლაინ გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

„15 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკლაშიც, როგორც მთელ საქართველოში 2021-2022 სასწავლო წელი მე-2-მე-12 კლსელებისთვის დაიწყო დისტანციურად. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დაწყების ღონისძიება დისტანციურად ტარდებოდა, სკოლამ არ დაკარგა თავისი ტრადიციები და ღონისძიება დაიწყო საქართველოს ჰიმნით, შემდგომ დირექტორი მიესამლა ყველას და ონლაინ ფორმატში გადასცა სიგელები 2020-2021 სასწავლო წლის  წარჩინებულ მოსწავლეებს. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ბოლოს კი სკოლის დირექციამ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა ყველას“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203