ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები ტრენინგკურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
20-09-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ზევინარ ცეცხლაძემ, ნაზიბროლა ბოლქვაძემ და ხათუნა დეკანაძემ USAID-ის ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.

ლიდერი მასწავლებლის ტრენინგში მონაწილეობისათვის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს. 

„განახლების საჯარო სკოლა ულოცავს, 2020-2021 აკადემიურ წელს USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსის წარმატებით გავლას მზევინარ ცეცხლაძეს, ნაზიბროლა ბოლქვაძეს და ხათუნა დეკანაძეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203