წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა დასუფთავების მსოფლიო დღე აღნიშნეს
20-09-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა დასუფთავების მსოფლიო დღე მასშტაბურად აღნიშნეს.
სკოლის პედაგოგებმა სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მასწავლებლების მსგავსი სამაგალითო აქტივობა ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია.
„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დასუფთავების მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა. სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა ჩვენი ვალია“ და პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ მემორანდუმის ფარგლებში სკოლის პედაგოგებმა დავასუფთავეთ სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოსდაცვით აქტივობებში“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია