თისელის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს - ეთერ დათიაშვილსა და მანანა ყურმაშვილს მასწავლებელთა გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
20-09-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ეთერ დათიაშვილმა და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, მანანა ყურმაშვილმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
„თისელის საჯარო სკოლის დირექცია გამოცდის წარმატებით ჩაბარებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსს ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეთერ დათიაშვილსა და დაწყებითი კლასების პედაგოგს, მანანა ყურმაშვილს. წინსვლა და წარმატებები“, - ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს