ეშტიის N2 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსან სურენ კარაპეტიანს მედალი საზეიმო ვითარებაში გადაეცა
17-09-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსან სურენ კარაპეტიანს კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში სკოლის დირექტორმა გადასცა.

სურენ კარაპეტიანმა სკოლა 2019 წელს დაამთავრა, თუმცა კუთვნილი მედალი მხოლოდ წელს გადაეცა.

სკოლის დირექტორი ულოცავს მას ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

„გილოცავთ სურენ, წარმატებები“- წერს სკოლის დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203