„გისურვებთ, სკოლაში გატარებული ყოველი დღე იყოს სიხარულის, წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი“-ბოლნისის N2 სკოლა მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ბოლნისის N2 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს. 

„ბოლნისის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. მართალია, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სასწავლი წელი ონლაინ რეჟიმში დავიწყეთ, თუმცა ვიმედოვნებთ, სულ მალე სკოლის შენობაში გავაგრძელებთ მეცადინეობას. გისურვებთ, სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203