წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობს
17-09-2021

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებულია და ახლა ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში სწავლობს. 

მას ამერიკაში საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გარემო დახვდა. კესო ჩხიკვაძემ ამერიკის სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახლახან დაეწყო. მისი სკოლაში მოსწავლეებს 200-მდე განსხვავებული კურსიდან თითოეულ სემესტრში 7 საგანს არჩევა შეუძლიათ. კესოს იქ ისეთი საგნების შესწავლის შესაძლებლობა აქვს, რაც საქართველოში არ ჰქონდა.

კესო ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის განმავლობაში ისწავლის, იგი ამერიკაში აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203