ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
17-09-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ მათ გუნდს ახალი პედაგოგი სოფო გოგოლაძე შეუერთდა. ის სკოლაში მუსიკას ასწავლის.

„მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო, ზედა აჭყვას საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ასევე ვულოცავთ ჩვენს ახალ, უფროს მუსიკის მასწავლებელს, სოფო გორგილაძეს ჩვენს რიგებში შემოსვლას.
გისურვებთ წინსვლასა და ულევ წარმატებებს ამ ახალი სასწავლო წელს“,- წერია სკოლის გვერდზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203