„გისურვებთ, მალე საკლასო ოთახებში გაგვეგრძელებინოს სწავლა“- ცაგერის საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
ცაგერის საჯარო სკოლის დირექცია ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.
სკოლაში იმედოვნებენ, რომ დისტანციური სწავლებისგან გამოწვეული შესაძლო პრობლემები ურთიერთთანადგომით მოგვარდება.
„ჯანმრთელობა, სიხარული და წარმატებები იყოს თითოეული თქვენთაგანისა და სრულიად საქართველოს თანამდევი.
როგორც მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. შეიძლება იყოს შეფერხებები საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით როგორც სკოლის, ასევე მოსწავლეთა მხრიდან, მაგრამ არ ინერვიულოთ, სასწავლო დღეზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ურთიერთთანადგომითა და შეთანხმებით, ყველა პრობლემა მოგვარდება თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლისათვის, რაც Teams-ში ჩართვასთან იქნება დაკავშირებული.
გისურვებთ მალე საკლასო ოთახებში გაგვეგრძელებინოს სასწავლო პროცესი“,- წერს სკოლის დირექცია.