ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლე გიორგი ენდელაძემ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა
17-09-2021
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ენდელაძემ  izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულა.

ტესტი საქართველოს დედაქალაქს, თბილისს ეხებოდა და მოსწავლემ დედაქალაქის შეცნობის დასტური მიიღო.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203